background

მედიაცენტრი






ტრენინგები დევნილთა კომპაქტურ ცენტებში შექმნილ ამხანაგობებისთვის

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო განაგრძობს პროექტის „იცოდე მეტი მდგრადი საარსებო წყაროებისა და მუნიციპალური სერვისების შესახებ“ განხორციელებას.
მაისის თვეში ადვოკატირების შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ ქ.ქუთაიშში დევნილთა კომპაქტური ცენტებში შექმნილ ამხანაგობების: "ტრიანდა", "მეგობრობა", "დიოსქურია", "ცხუმი", "სოხუმი", "კოდორი","ოჩამჩირე 2".


ტრენინგები ეფექტური საადვოკაციო კამპანიის წარმოების ტექნიკაზე, კიდევ უფრო მეტად გაზრდის დევნილი მოსახლეობის ჩართულობას მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო და პროექტში ჩართული ამხანაგობები ერთობლივად გეგმავენ კორპუსისა და კორპუსის შემოგარენთან დაკავშირებული პრობლემები ადვოკატირებას ქ.ქუთაისის მერიის სერვისებით სარგებლობის გზით. კერძოდ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.


ტრენინგები პროექტის „იცოდე მეტი მდგრადი საარსებო წყაროებისა და მუნიციპალური სერვისების შესახებ“ ფაგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივ თემებში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მდგრად საარსებო წყაროებზე ინფორმაციის მიწოდებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდის გზით.


პროექტი დაფინანსებულია პროექტი დაფინასებულია დანიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით (DRC) და დაფინანსებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი