ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ხუხუა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელსა და პროექტის მენტორთან ერთად პროექტის ,,JOURNEY - ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის ’’ ფარგლებში, ტელეკომპანია "რიონის" გადაცემას "ჩვენი დღე" ესტუმრა.
გადაცემაში მიწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს პროექტის დასაწყისიდან დღემდე განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე.
აღნიშნული პროექტი ხორციელდებოდა ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, თავის პარტნიორებთან ერთად: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ვინიცის რეგიონალური განვითარების სააგენტო (უკრაინა), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია (საფრანგეთი), განჯა (აზერბაიჯანი), ,,ფორმა აზიონე’’ (იტალია), ლოძის მარშალის ოფისი (პოლონეთი), ევროკომისიის მიერ დაფინანსებული “Erasmus+’’ პროექტის " JOURNEY - ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის ’’ ფარგლებში.
იხილეთ გადაცემის ბმული:
http://rionitv.com/index.php?newsid=13771&fbclid=IwAR0wRxSf6Ag5K7axhcHllBku6h2bhx7f9oA41KaR-3OXZuY-JYLUAViJJwc
კომენტარები