background

მედიაცენტრი






სტრასბურგის კლუბის ევროპული სოლიდარობის ქსელის მე-15 საერთო კრება

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2017 წლის 7-10 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ქ. სტრასბურგის კლუბის ევროპული სოლიდარობის ქსელის მე-15 საერთო კრებაში. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის კლუბის აერთიანებს 18 ქვეყნის 30 ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობებს და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.


სტრასბურგის კლუბის შეხვედრა ჩატარდა მსოფლიო დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქ.სტასბურში, ევროპის საბჭოში და მასში მონაწილეობას ღებულობს ასობით ახალგაზრდა, ორგანიზაციისა და მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.მსოფლიოს დემოკრატიის ფორუმი უკვე მეექვსედ ჩატარდა და 2017 წელს მისი მთავარი განსახილველი საკითხი გახლდათ პოლიტიკური პარტიებისა და მედიის როლი პოპულიზმის სწრაფ გაძლიერებაში.


ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ აქტიური მონაწილეობა მიიღო ფორუმისა და სტრასბურგის კლუბის შეხვედრებში, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ კოლეგებს გაუზიარა ქ.სტრასბურგთან თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები, მათ შორის პარტნიორული პროექტი - „ახალგაზრდები ევროპისათვის“ და აგრეთვე მოქალაქეთა ჩართულობის სხვა პროექტების შესახებ ინფორმაცია.


ფორუმზე ორგანიზაცია წარმოდგენილი იყო აღმასრულებელი დირექტორის ნინო ხუხუას, გამგეობის თავმჯდომარის ნოდარ ჯიქიასა და ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორის მაკა ცერცვაძის შემადგენლობით.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს დელეგაცია უკვე დაბრუნდა საქართველოში და აგრძელებს მუშაობას ახალი იდეებითა და საერთაშორისო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობებით!


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი