background

მედიაცენტრი






"შშმ პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება" კვლევის მეორე ნაწილი

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ დღეს წარმოადგინა კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება“ მეორე ნაწილის პრეზენტაცია.
კვლევის მეორე ნაწილის რეკომენდაციებს წარმოადგენს შემდეგი:

  • ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და გარემოს არსებობის აუცილებლობა;
  • ადაპტირებული ტრანსპორტის საჭიროება შშმ პირთაგადაადგილებისათვის;
  • საარჩევნო უბნების სრულყოფილად ადაპტირების აუცილებლობა;
  • შშმ პირთა ინფორმირებულობის დონის გაზრდა მათი საარჩევნოუფლებების შესახებ;
  • შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში ჩართვის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან;
  • მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთამიმართ ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობადა მხარდაჭერა შშმ პირთა პოლიტიკური უფლებების პრაქტიკაში რეალიზება; 
  • საჭიროა „მხარდამჭერებმა“ ან სახელმწიფომ დაეხმარონ „მხარდაჭერის მიმღებ“ შშმ პირს მისთვის გასაგები ფორმით გაეცნოს საარჩევნოსუბიექტების პოლიტიკური პროგრამებს;
  • კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს იმ უფლებების ასპექტების ჩამონათვალი, რომელთა შეზღუდვა და მის განხორციელებაში მხარდაჭერის დანიშვნა დაუშვებელია; 
  • მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილებები პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებით იყო დასაბუთებული.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება“. პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი