სექტემბრის თვეში, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების განხორციელება, სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტებებთან ერთად დავასრულეთ.
შეხვედრების მიზანი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის კონსულტაციების გაწევა და პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.
შეხვედრებზე გამოიკვეთა ის ძირითადი საჭიროებები, რაც რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ.
იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრები ოქტომბრის თვეში კვლავ გაგრძელდება.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
კომენტარები