2018 წლის 06 ივლისს, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების კონცეფციის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა 50-მდე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ესწრებოდა. აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას შემდეგი საკითხები გააცნეს:
✔ სახელმწიფო საგრანტო პროცესის საკანონმდებლო სტანდარტების დადგენა;
✔ სახელმწიფო საგრანტო სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვა და უწყებათაშორისი გრანტების გაცემის შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება;
✔ სახელმწიფო გრანტის თემატური სფეროების გაფართოება;
✔ სახალხო დამცველისთვის უფლებადაცვით სფეროში გრანტის გაცემის მინიჭება.
შეხვედრის ორგანიზატორი: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia);
კონცეფციის წარმდგენი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
კომენტარები