2017 წლის 11 ივლისს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე პარტნიორი ორგანიზაციებისა ( LDA Georgia, CHCA, CSI)და პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურს ცენტების (KEDEC, LAG, პროგრესი) მიერწარდგენილი იქნა ქუთაისში, თბილისში და ბათუმში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთხით არსებული მდგომარეობა/განხორციელებული აქტივობები, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილი იქნა ქუთაისის ბინათმესაკუთრეთა ამხნაგობების განვითრების მუნიციპალური პროგრამები და საბინაო პოლიტიკის მდგომარეობა საქართველოში შესახებ ისაუბრა მოწვეულმა ექსპერტმა ლადო ვარდოსანიძემ.
აღნიშნული შეხვედრა გაიმათა პროექტ „გზად რეფორმებისაკენ საბინაო სექტორში: დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ისეთ თემებს, როგორიცაა საცხოვრებლის მართვა და ენერგოეფექტური სანაცია, აგრეთვე, ადაპტირებული საცხოვრებელი გარემო მრავალბინიან სახლებში.
პროექტისფარგლებში შეიქმნა რესურს-ცენტრები, რომლის მიზანია მოქალაქეების ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლება მესაკუთრეთა ქონებრივიუფლებების საკითხებზე. მოსახლეობას საშუალება აქვს კონსულტაციები გაიარონ არსებულ რესურს-ცენტრებში.
კომენტარები