ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ხუხუა, შეხვდა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორს, ბატონ არჩილ ჯაფარიძეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის საიმიჯო ვიდეო რგოლის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აღნიშნული ვიდეო რგოლი მომზადდება, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ტურისტული მარშრუტების შესახებ, გრანტის "რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში.
ვიდეო რგოლი ხელს შეუწყობს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას. წარმოაჩენს მხარის ძირითად სანახაობებს, ისტორიას, კულტურას, კულინარიულ შესაძლებლობებს, დიდებულ ბუნებასა და რეკრეაციულ ზონებს.
გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები