ქუთაისის მერი შოთა მურღულია, სტრასბურგში სასწავლო ვიზიტად მყოფ სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტებმა მერს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადეს და სტრასბურგში ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სტუდენტების სასწავლო ვიზიტს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA Georgia)-მ გაუწია ორგანიზება,
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, სტრასბურგში სასწავლო ვიზიტად მყოფ სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტებმა მერს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადეს და სტრასბურგში ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სტუდენტების სასწავლო ვიზიტს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA Georgia)-მ გაუწია ორგანიზება, ხოლო მხარდამჭერები იყვნენ ქუთაისის მერია, სტრასბურგის მერია და ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული ასოციაცია (ALDA). დღესვე , ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო ხელმძღვანელმა ნინო ხუხუამ და ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებებისა და ევროპული ინსტიტუციების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
სტრასბურგში ვიზიტამდე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს სამი თვის განმავლობაში,ევროპული ინსტიტუციების მნიშვნელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ , ტრენინგ-სემინარები უტარდებოდათ. წყარო…
კომენტარები