background

მედიაცენტრი






შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტ „მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, ორგანიზაციის საპროექტო გუნდმა და ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა, სხვადასხვა ჩართულ მხარეს მუნიციპალიტეტში გამოკვეთილი პრობლემები წარუდგინეს და მათი მოგვარების ეფექტური გზები განსაზღვრეს.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბაღდათისმუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა; საკრებულოს კომისიების წარმომადგენლებმა; მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის, შშმ პირთა საკონსულტაციო და ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭოების, ასევე მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა.

პროექტის მიზანია, უზრუნველყოს იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობით.

პროექტი დაფინანსებულია "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი