ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აგრძელებს გრანტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შეხვედრას ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებსა და საჯარო მოხელეებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ის ძირითადი ინტერმუნიციპალური ინიციატივები, რომელიც მეზობელ მუნიციპალიტეტებთან ერთად შესაძლებელია განხორციელდეს. მოქალაქეების საჭიროებები რამდენიმე საკითხში გადაიკვეთა და გამოითქვა სურვილი ერთობლივი ძალისხმევით მიიღონ მონაწილეობა შესაბამისი პრობლემის მოგვარებაში.
ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებთან რეგიონში.
გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები