background

მედიაცენტრი






შეხვედრა ახალგაზრდებთან ქუთაისის მუნიციპალიტეტში

ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების ჩართულობით გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ორგანიზებით. შეხვედრაზე განიხილეს, ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისი ადგილობრივი პროგრამების საჭიროების მნიშვნელობა, რათა ახალგაზრდული პროგრამების განხორციელების პროცესში გაითვალისწინონ მათი შეხედულებები და მოსაზრებები.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის ,,არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში“, ფარგლებში. პროექტის მიზანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

აღნიშნულ პროექტს ,,არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში“ ახორციელებს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა’’ (JJR) გამოცხადებული მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი