ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა", ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო საზოგადოების/სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩაატარა შემაჯამებელი შეხვედრა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
კომენტარები