ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, ახალგაზრდული კლუბი შექმნა.
ახალგაზრდული კლუბის წევრები მათი ინტერესებისა და მოტივაციის საფუძველზე კონკურსის შედეგად შეირჩნენ.
კლუბის ფარგლებში ბატონმა ნოდარ ჯიქიამ სამი სემინარი ჩაატარა სამოქალაქო საზოგადოებისა და მოხალისეობის მნიშვნელობის, როლის შესახებ და ახალგაზრდებს მის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.
ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
კომენტარები