გვინდა გაცნობოთ, რომ ამოქმედდა #JOURNEY პროექტის ფარგლებში www.journeyeplus.eu ვებგვერდი, უნივერსალური სასწავლო პლატფორმა ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანია სამეწარმეო პოტენციალისა და ცოდნის გაზრდა ახალგაზრდებში მეწარმეობის შესახებ.
საიტი ფუნქციონირებს ოთხ ენაზე (ქართული, აზერბაიჯანული, ინგლისური, უკრაინული). შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა და მიიღოთ მონაწილეობა.
პლატფორმა ადაპტირებულია მობილური მოწყობილობებისთვის/ტაბლეტებისთვის.
ეს პლატფორმა მასპინძლობს ონლაინ სასწავლო კურსებს ვიდეო შინაარსით, შემუშავებული იტალიის, პოლონეთისა და საფრანგეთის ექსპერტების მიერ, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამის ხარისხობრივად, სწრაფად და ეფექტურად დასრულებას, საჭირო ცოდნისა და უნარების მოპოვებას.
პლატფორმის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევათ შეუერთდეთ ახალგაზრდა მეწარმეთა კლუბებს, რომლებიც მიზნად ისახავს მეწარმეობის სფეროში ცნობიერების ამაღლებას და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების / ახალგაზრდა მეწარმეების ქსელის შექმნას. ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თვითდასაქმების შესაძლებლობების, სხვადასხვა სასწავლო ონლაინ კურსებისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების შესახებ.
პლატფორმის შექმნა შესაძლებელი გახდა პროექტის „ ერთობლივი ორგანიზაცია სოფლის ქსელების სამეწარმეო ახალგაზრდების განვითარებისთვის- JOURNEY”, ფარგლებში , რომლის მიზანია: უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდა ლიდერების ხელშეწყობა, ახალგაზრდების და ახალგაზრდა მეწარმეების უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდა მეწარმეობის მიმართულებით და ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად ახალგაზრდა მეწარმეების ქსელების შექმნა სოფლად ; ევროკავშირის გამოცდილების შესწავლა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის გაზიარება.
პროექტი განახორციელა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ვინიცის რეგიონალური განვითარების სააგენტო (უკრაინა), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია (საფრანგეთი), განჯა (აზერბაიჯანი), ,,ფორმა აზიონე’’ (იტალია), ლოძის მარშალის ოფისი (პოლონეთი),რომელიც დაფინანსებული გახლდათ ევროკომისიის მიერ.
კომენტარები