ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს რეგიონები დისტანციურად განაგრძობენ მუნიციპალიტეტების განვითარებაზე ზრუნვას! მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესში, LDA Georgia აქტიურად არის ჩართული.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ორგანიზება გაუწია იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებთან ონლაინ შეხვედრებს,რომლის მიზანი გახლდათ მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების განხილვა.
შეხვედრებზე ისაუბრეს: მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს და აღნიშნული დოკუმენტში შემავალი ცვლილებების შესახებ.
ონლაინ შეხვედრები გაიმართა პროექტის "მონაწილეობითი ადგილობრივი განვითარება" ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (AYEG) და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან (LDA Georgia) პარტნიორობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.
კომენტარები