background

მედიაცენტრი






საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს რეგიონული შეხვედრა ქუთაისში

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რეგიონული წარმომადგენელი იმერეთის მხარეში– ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ორგანიზებით ქ.ქუთაისის მუნიციპალიტიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს რეგიონული შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო ევროინტეგრაციისა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიზნებს და ამოცანებს. 


შეხვედრაზე მოწვეული სტუმრის რანგში იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი.
შეხვედრის ბოლოს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარესა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს შორის, რომლის მიზანია ურთიერთთანამშრომლობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.


საქართველოს ეროვნული პლატფორმის რეგიონული წარმომადგენელი იმერეთის მხარეში 2016 წლიდან გახლავთ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო/LDA Georgia. სწორედ მათთან პარტნიორობით გასულ წელს, აქტიური საინფორმაციო კამპანია იქნა წარმართული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების, ადგილობრივი თვითმმართველობის და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცალკეული თემების შესახებ, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისე ადგილობრვი თვითმმართველობის, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი