background

მედიაცენტრი






სამუშაო შეხვედრები

1-4 დეკემბრის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ALDA-სთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გამართა კონფერენცია თემაზე, „თვითმმართველობათა როლი განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებაში“ .

 

სამუშაო ჯგუფს მიგრაციის თემებზე ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომუმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეენ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში, სტეფან სტორკმა, ადგილობრივი დემკოკრატიის სააგენტოების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა – იმასლავა გორსკამ და თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების წარმომადგენლებმა უკრაინიდან და სომხეთიდან, ასევე ევროპისა და აფრიკის მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

 

2,3 და 4 დეკემბერს დელეგაციის წევრებისათვის სამუშაო შეხვედრები მოეწყო ბორჯომის, თელავისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში.

2 -3 დეკემბერს ქუთაისმა უმასპინძლა სამუშაო სესიას მიგრაციის თემაზე. მოხსენება წარადგენენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, დანიის ლტოლვითა საბჭოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. დისკუსიაზე განხილული იყო თვითმმართველობის როლი მიგრაციასთან მიმართებაში. შეხვედრას ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად გაიმართა სამუშაო შეხვედრები ორ მნიშვნელოვან პარტნიორთან _ თბილისისა და ქუთაისის მერებთან. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ნინო თვალთვაძე და ALDA -ს გენერალური მდივანი ანტონელა ვალმორბიდა. შეხვედრაზე აქტიურად იქნა განხილული სამომავლო თანამშრომლობა და ALDA -ს წევრობის საკითხი.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი