გაიმართა სამუშაო ფორმატის შეხვედრები, თერჯოლის, ბაღდათის და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან, პროექტის ,,მეტი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის’’ ფარგლებში .
სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების თემატურ ბლოკებში არსებული კრიტერიუმების განხილვას და შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას.
პროექტის მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის მიერ ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.
კომენტარები