background

მედიაცენტრი






სამუშაო ფორმატის შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში

LDA Georgia-მ სამუშაო ფორმატის შეხვედრა გამართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის  წარმომადგენლებთან პროექტის ,,მეტი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის’’ ფარგლებში .

სამუშაო შეხვედრებზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მიეწოდათ უკუკავშირი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების მეორე თემატურ ბლოკში არსებულ კრიტერიუმებთან დაჯავშირებით და გაეცნენ შეფასების მესამე ბლოკის მეთოდოლოგიას.

პროექტის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის მიერ ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი