ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) ახორციელებს პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
პროექტის ფარგლებში, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების(ბაღდათი, ვანი, წყალტუბო, ხარაგაული, ხონი) სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგის მოდულით გათვალისწინებული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა:
მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები;
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
მრჩეველთა საბჭოს როლი/ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში;
პროგრამული საბიუჯეტო პროცესები და ეტაპები;
ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი პრინციპები/უფლებამოსილებები;
ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიულ სახელმწიფოში;
მუნიციპალიტეტის ფინანსები.
აღნიშნული ტრენინგი გააუმჯობესებს ორგანიზაციის წარმომადგენლების უნარ-ჩვევებს და ადგილობრივ ქსელურ შესაძლებლობებს, რაც მომავალში უზრუნველყოფს მათ გაუმჯობესებულ კოორდინაციას,კომუნიკაციას ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მოქალაქეებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.
კომენტარები