ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ხუხუა მონაწილეობდა ბორჯომში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში.
შეხვედრის ფარგლებში, ქსელის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს მიმდინარე სიტუაცია - თუ რა კეთდება რეფორმების თვალსაზრისით, მათ შორის თბილისში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ. ამასთან, გაიმართა დისკუსია რეგიონებში არსებულ ვითარებასა და გამოწვევების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში მოხდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის თემატური სამუშაო ჯგუფების 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფორმირება, მიმდინარე სიტუაციის ანალიზი და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო არჩეული იქნა ადგილობრივი თვითმმართელობის ჯგუფის ხელმძღვანელად.
შეხვედრა ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიერ (CIDA) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
კომენტარები