ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარე სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ში საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
- შეხვედრის მიზანი გახლდათ ერთი მხრივ, სამშენებლო კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის შესახებ და, მეორე მხრივ, კონსულტაციის გაწევა აღნიშნულ საკითხზე.
- შეხვედრაზე განხილული იქნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის არსი, მნიშვნელობა და როლი რეგიონის განვითარების პროცესში. ასევე გაიცა კონსულტაციები ორგანიზაციის რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების შესახებ.
- შეხვედრა გაიმართა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით
კომენტარები