background

მედიაცენტრი






„საჯარო სამსახურის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა ზესტაფონში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გემგეობი საპარატის თანამშრომლებისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი კანონის როგორც დადებით მხარეებზე, ისე გამოწვევებზე, რაც მის პრაქტიკაში იმპლემენტაციას მოყვება.


შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შევა 2017 წლის 1 ივლისიდან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ქმნის, კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურს.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” ფარგლებში.


პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში.
რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულიქსელის (R-CSN) წევრების მიერ.

"სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ რეგიონებში მომუშავე 64 ორგანიზაციას

აერთიანებს. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა".


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი