ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) ახორციელებს პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეიქმნა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელს აერთიანებს.
საინიციატივო ჯგუფის შექმნის მიზანია შევქმნათ ადგილობრივ დონეზე რესურსი, რომელიც მხარს დაუჭერს მოქალაქეთა ჩართულობასა და საჭიროებების ადვოკატირების კამპანიებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.
კომენტარები