background

მედიაცენტრი






საინიციატივო ჯგუფების შექმნა თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) ახორციელებს პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეიქმნა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელს აერთიანებს.

საინიციატივო ჯგუფის შექმნის მიზანი არის შევქმნათ ადგილობრივ დონეზე რესურსი, რომელიც მხარს დაუჭერს მოქალაქეთა ჩართულობასა და საჭიროებების ადვოკატირების კამპანიებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი