background

მედიაცენტრი






საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო მრჩეველთა და შშმ პირთა საბჭოს წევრებთან

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) ახორციელებს პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ვანის, ტყიბულის, ბაღდათის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შშმ პირთა საბჭოს წევრებთან, რომლებსაც ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, გამოკვეთილი პრობლემები და შემუშავებული რეკომენდაციები წარედგინა. შეხვედრაზე იმსჯელეს კვლევების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ირგვლივ. საბჭოს წევრებმა არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს იმ საკითხებზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის უფელებამოსილების სფეროს განეკუთვნება.

ასევე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლებისთვის , როგორც მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის ეფექტურად მუშაობისთვის, ჩატარდა ტრენინგი საბჭოს ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ, ასევე მომზადდება რეკომენდაციები საბჭოს დებულებების ირგვლივ.

ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე წარმოდგენილმა საბჭოებმა უნდა შექმნას საფუძველი, რომ ჩამოყალიბდეს კონსულტირების ტრადიცია არამარტო სამოქალაქო სექტორთან, არამედ პროცესში ჩაერთოს მოქალაქეებიც.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.

 

 


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი