background

მედიაცენტრი






საინფორმაციო შეხვედრები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესახებ

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, აჭარის მხარეში გამართა საინფორმაციო შეხვედრები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესახებ. 
სულ ჩატარდა 3 შეხვედრა ხელვაჩაურის მუიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეებისათვის, სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის. 
შეხვედრების ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი კანონის როგორც დადებით მხარეებზე, ისე გამოწვევებზე, რაც მის პრაქტიკაში იმპლემენტაციას მოყვება.


2015 წლის 27 ოქტომბერმი მიღებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შევა 2017 წლის 1 ივლისიდან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ქმნის, კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურს.


საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისფინანსური დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოშ ი საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” ფარგლებში.


პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში.


რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრების მიერ. ,
,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ რეგიონებში მომუშავე 64 ორგანიზაციას აერთიანებს. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა
.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი