ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ზესტაფონის,ვანის და სამტრედიის მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის, გამართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „იმერეთის მხარეში, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე, მოქალაქეთა ინფორმირება“ შესახებ.
აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციისა და მისი თანმდევი საკითხების შესახებ, მათ შორის გაეცნენ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესახებ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინფორმირებულობას DCFTA-ს განხორციელების პროცესის მხარდაჭერის მისაღწევად.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროექტის "საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-სა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა" ფარგლებში.
კომენტარები