ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისელ ახალგაზრდებთან კოლეჯ „იბერიასა“ და ქუთაისის ამერიკულ კუთხეში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროექტის „ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ მიზნებისა და აქტივობების წარდგენას.
შეხვედრის განმავლობაში, ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის განმავლობაში დაგეგმილი საინიციატივო ჯგუფების ფორმირებისა და მასში გაწევრიანებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ , ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერტებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები