ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ახალგაზრდების ევროპული შესაძლებლობების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ორგანიზაციის ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორმა, მაკა ცერცვაძემ ახალგაზრდების ევროპული შესაძლებლობების, ასევე გრძელ და მოკლევადიანი პროექტების შესახებ ისაუბრა.
ჩვენს მიერ საფრანგეთში 2017 წელს გაგზავნილმა მოხალისემ, ნინო ალავიძემ, რომელიც ქალაქ სტრასბურგის მერიაში 10 თვის განმავლობაში ევროპის მოხალისეობრივი პროექტით იმყოფებოდა,შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.
კომენტარები