ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა", ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო საზოგადოების/სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩაატარა ტრენინგი ეფექტური მონიტორინგის განხორციელების მექანიზმების შესახებ.
აღნიშნული ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ სამოქალაქო მონიტორინგის არსს, ფუნქციას და მისი განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის წყაროების მოძიების ტექნიკას. მათ, ასევე მიიღეს ინფორმაცია აქტიური მოქალაქეობის პრინციპების შესახებ.
კომენტარები