ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისათვის, გამართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტ "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხებისა და მისი თანმდევი სამართლებრივი აქტების შესახებ, მათ შორის აქცენტი გაკეთდა მმართველობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე, რეგიონის მასშტაბით შესრულებულ პროექტებზე,საქართველოს რეგიონული განვითარების ახალ პროგრამაზე და ა.შ..
პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ, რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის „მმოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები