ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ახალგაზრდებისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა შემდეგ თემებზე:
- სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არსი;
- საერთაშორისო მოხალისეობრივი პლატფორმა "დროის ბანკი";
შეხვედრა ჩატარდა პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა", ფარგლებში.
- „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
კომენტარები