background

მედიაცენტრი






საინფორმაციო შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ,საჩხერის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

.
შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობისა და მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. მონაწილეები აგრეთვე გაეცნენ, მოხალისეობის ახალი პორტალის, "დროის ბანკის" მუშაობის სპეციფიკას.


„დროის ბანკს“ საფუძველი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა და გავრცელებულია მთელს მსოფლიოში,თუმცა განსაკუთრებული წარმატებით ინგლისში სარგებლობს.დროის ბანკი ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას; ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა,რომლის ქვაკუთხედი გაცემა და მიღებაა; დროის ბანკი დროს იყენებს,როგორც საზომს; მომსახურება,რომლისთვისაც არ გაქვს ფული,შესაძლოა დროის კრედიტით ანაზღაურდეს.


პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების განვიტარების ინიციატივა" დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
კონსორციუმში შედიან: „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“, „განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი