background

მედიაცენტრი






საინფორმაციო შეხვედრა მესტიის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, გამართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტ "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხებისა და მისი თანმდევი სამართლებრივი აქტების შესახებ,მათ შორის აქცენტი გაკეთდა მმართველობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე, რეგიონის მასშტაბით შესრულებულ პროექტებზე,საქართველოს რეგიონული განვითარების ახალ პროგრამაზე და ა.შ.

პროექტის მიზანს წარმოადგენს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ.

პროექტი ხორციელდება GIZ-ის „მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი