ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, როგორც იმერეთის რეგიონულმა ჰაბმა უზრუნველყო სურსათის ჩანთების გავრცელება საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, COVID-19-ის პრევენციის მიზნით.
საინფორმაციო კამპანია ხორციელდება პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ფარგლებში და მისი სამოქმედო არეალი მოიცავს წინასწარ შერჩეულ 647 ლოკაციას (ქალაქში, სოფელში, რაიონულ ცენტრსა და ჩასახლებაში) საქართველოს 10 რეგიონში, სადაც გავრცელდება 22,500 ცალი სურსათის ჩანთა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ. მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ, სოფლის თემებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით.
პროექტს, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, აფინანსებს ევროკავშირი (EU) და თანადამფინასენებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). კამპანიის მიზანია მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად რეგიონული ჰაბების, ბიზნეს კომპანიების, თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით - განსაკუთრებით ისეთ სამიზნე ლოკაციებში, სადაც დეზინფორმაციის გავრცელების ალბათობა მაღალია, მათ შორისაა საზღვრისპირა და რაიონულ ცენტრებს მოშორებული სოფლების მაცხოვრებლები, დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
კომენტარები