background

მედიაცენტრი






საგრანტო კონკურსი ადგილობრივ მეწარმეთა მხარდასაჭერად

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო განმეორებით აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს "ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის" მხოლოდ ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის. 

საგრანტო კონკურსი ცხადდება გრანტის "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება LDA Georgia-ს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც მიმართული იქნება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური გაძლიერებისაკენ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ლენტეხის მუნიციპალიტეტში დამწყებ ან არსებულ მეწარმეებს/ფერმერებს/ბიზნესმენებს, რომლებიც გრანტით დაფინანსებულ საქმიანობას განახორციელებენ ამავე მუნიციპალიტეტში;

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 19 ოქტომბერი.

საპროექტო განაცხადის ფორმა (დანართი 1), თანდართულ ბიუჯეტთან ერთად (იხ.დანართი 2) უნდა გამოგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტი  ფაილის გადმოწერა:

ფაილის გადმოწერა: 1602254528.rar
 


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი