ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო წარმოგიდგენთ ვიდეორგოლს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის შესახებ, სადაც ასახულია რეგიონის მუნიციპალიტეტების ტურისტული მარშრუტები.
ვიდეორგოლი ხელს შეუწყობს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას. წარმოაჩენს მხარის ძირითად სანახაობებს, ისტორიას, კულტურას, კულინარიულ შესაძლებლობებს, დიდებულ ბუნებასა და რეკრეაციულ ზონებს.
ვიდეორგოლი მომზადებულია სარეკლამო კომპანიის თი-ვი-აი(Advertising Company TVI) მიერ. ვიდეორგოლის რეჟისორი გახლავთ გიორგი სულაკაური.
აღნიშნული ვიდეო რგოლი მომზადდა გრანტის "რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები