სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა,საზოგადოების სხვადასხვა აქტორების ჩართულობის ხარიხის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენი ორგანიზაციისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია!
გვახარებს ის ფაქტი, რომ, თავისმხრივ, საზოგადოება იჩენს მზაობას, აქტიურად ჩაერთოს მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვის პროცესში. რაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე - დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები.
ქუთაისში გაიმართა შეხვედრა თემაზე - დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ პროექტის: ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
კომენტარები