background

მედიაცენტრი






ქუთაისის მეორე საერთაშორისო ფორუმი „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე"

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მეორე საერთაშორისო ფორუმზე „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე".

ფორუმზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - ნინო ხუხუამ ისაუბრა მუნიციპალიტეტების ეკონომიკური სტიმულირებისა და კარგი მმართველობის შექმნის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე. მან კარგი პრაქტიკების გაზიარების მიზნით მიმოიხილა უახლოეს წარსულში ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები, რომლის ფარგლებშიც კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის შეიქმნა SMS ონლაინ პლატფორმები, შემუშავდა საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტები და საინვესტიციო პროფილები, მოეწყო სამეწარმეო-საინვესტიციო რეგიონული ფორუმი და და ა.შ.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის პარტნიორმა ქალაქებმა და რეგიონებმა; ქალაქებმა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და დასავლეთ ევროპიდან; სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფორუმის ორგანიზატორი გახლდათ ქუთაისის მუნიციპალიტეტი; თანაორგანიზატორი -ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: USAID-ის პროგრამა „დემოკრატიული მმართველობის ინციატივა“; გერმანიის საერთაშორისო დახმარების პროგრამა „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“; პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაცია (NALAG).


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი