მიმდინარე კვირას, LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო-მ პროექტის „იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“ ფარგლებში ხარაგაულის,ზესტაფონის,წყალტუბოს,ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში გამართა ქუჩის კამპანია „რეგიონის განვითარება ნიშნავს ....!“. დღის განმავლობაში გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა,რომლებმაც ისაუბრეს რეგიონულ განვითარებასა და პრობლემებზე. ✅შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანია იმერეთის მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ.
პროექტი დაფინანსებულია GIZ მიერ, პროექტის - „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის პლატფორმა“ ფარგლებში.
კომენტარები