background

მედიაცენტრი






პროექტის დასკვნითი კონფერენცია

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, 2016 წლის 28 დეკემბერს 13:00 საათზე, ქ.ქუთაისში სასტუმრო „არგოს“ საკონფერენციო დარბაზში, გამართა პროექტის „მიიღე მონაწილეობა მართვაში-3მ“ დასკვნითი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ იმერეთის მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, 2016 წლის 28 დეკემბერს 13:00 საათზე, ქ.ქუთაისში სასტუმრო „არგოს“ საკონფერენციო დარბაზში, გამართა პროექტის „მიიღე მონაწილეობა მართვაში-3მ“ დასკვნითი კონფერენცია.

კონფერენციას ესწრებოდნენ იმერეთის მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე აქტიური მოქალაქეები მუნიციპალიტეტებიდან.
კონფერენციაზე მოხდა პროექტის მიღწეული შედეგების შეჯამება, გამოცემული გზამკვლევის „მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები“ და იმერეთის მხარეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების პრეზენტაცია.

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებმა შეიმუშავეს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ერთიანი სამოქმედო გეგმა იმერეთის მხარეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობებისა და ამ აქტივობების განხორციელების გეოგრაფიის საფუძველზე. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გაუწევს ფასილიტაციას.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის დანერგვა და პრობლემათა ადვოკატირების საინტერესო პრეცედენტები შექმნა- მოქალაქეთა ჩართულობის მეშვეობით;

პროექტის შედეგად საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მიღებული ახალი ჩართულობის მექანიზმების პრაქტიკაში განხორცილების ხელშეწყობა მოხდა, შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა ყველა ის ტექნიკური დეტალი, რომელიც აუცილებელია პროცესების კარგად წარსამართავად, განხორციელდა აქტივობები, რომლებიც მიმართული იყო მოქალაქეების ინფორმირებისაკენ არასამთავრობო სექტორის საქმინობასთან დაკავშირებით და რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის გაძლიერებას მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, განხორციელდა მოქალაქეთა გადამზადება რათა მათ შეძლონ საკუთარი პრობლემების ადვოკატირება და სწორედ მათი ჩართულობით მოხდება ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც დასახლებისთვის მნიშვნელოვანია.

პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი“-ს ფარგლებში და განახორციელა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი