ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა პროექტის „ ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია.
პროექტი განხორციელდება 2024 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები, აქტივობები და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების გააქტიურებასა და დიალოგის მხარდაჭერას ადგილობრივ ხელისუფლებასთან,რისთვისაც დაგეგმილია ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების შექმნა, რომლებიც ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან ერთად შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადვოკატირების კამპანიას ახალგაზრდულ საჭიროებებზე საპასუხოდ, საბოლოოდ კი მუნიციპლიტეტს წარუდგნენ შემუშავებულ საბიუჯეტო პროგრამებს და მონაწილეობას მიიღებენ მათ განხილვაში.
კომენტარები