background

მედიაცენტრი






პროექტის "ახალგაზრდები ევროპისათვის" მონაწილეების შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო და ახალგაზრდები ევროპისათვის პროექტის წევრები შეხვდნენ საფრანგეთის ელჩს ბატონ პასკალ მეინერს, ქ.ქუთაისის მერიის წარმომადგენლებთან და ევროპული ასოციაცია ადგლობრივი დემოკრატიისთვის აღმოსავლეთ ქვეყნების კოორდინატორთან ნინო თვალთვაძესთან ერთად.


შეხვედრის განმავლობაში ელჩმა ახალგაზრდებს გააცნო საელჩოს მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ, თავის მხრივ კი მოისმინა პროექტის "ახალგაზრდები ევროპისათვის" განხორციელების შესახებ ინფორმაცია.

 
ნინო თვალთვაძემ კი ისაუბრა ALDA-ს მისიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მის ხანგრძლივ ურთიერთობებზე როგორც საფრაგნეთთან, ისე საქართველოსთან.
ჩვენს იმედს გამოვთქვამთ, რომ შეხვედრას ექნება ნაყოფიერი განგრძობადობა და საფრანგეთის საელჩოსთან ურთიერთანამშრომლობით კვლავ განვახორციელებთ ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტებს ქუთაისში.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი