ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა , ნინო ხუხუამ მონაწილეობა მიიღო პროექტის ,,JOURNEY - ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის ’’ შემაჯამებელ, ფინალურ საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენციაზე პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები იმ ძირითადი აქტივობების შესახებ, რომლებიც განხორციელდა და ისაუბრეს იმ შედეგებზე, რომლებიც მიღწეულ იქნა პროექტის განხორციელების პერიოდში.
პროექტში ჩართულნი იყვნენ მეწარმეობის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები საქართველოდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი სურვილები, გამოცდილება და ცოდნა გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები, ტრენინგები, გამოკითხვები -თუ რა გამოწვევებს ხედავდნენ ახალგაზრდები თვითგამორკვევისა და ბიზნესის განვითარებაში, მოეწყო Youth Exchange ონლაინ სივრცეში, აგროტურები წარმატებულ მეწარმეებთან და ა.შ.
აღნიშნული პროექტი ხორციელდებოდა ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, თავის პარტნიორებთან ერთად: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ვინიცის რეგიონალური განვითარების სააგენტო (უკრაინა), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია (საფრანგეთი), განჯა (აზერბაიჯანი), ,,ფორმა აზიონე’’ (იტალია), ლოძის მარშალის ოფისი (პოლონეთი), ევროკომისიის მიერ დაფინანსებული “Erasmus+’’ პროექტის " JOURNEY - ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის ’’ ფარგლებში.
კომენტარები