LDA Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულებისა და ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად ქვემო ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში (მარნეული, გარდაბანი, ონი, ამბროლაური)“ შემაჯამებელ ღონისძიებაში.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ადგილობრივ დონეზე ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’ ფარგლებში.
პრეზენტაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც საპილოტედ დაინერგა ხარაგაულის, ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში.
კომენტარები