ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2017 წლის 21 დეკემბერს, ქ.ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გამართა პროექტის - „იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“ პრეზენტაცია. პრეზენტაციის შედეგად მონაწილეებს მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სექტორის, მათ შორის დონორი ორგანიზაციის GIZ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლები.
პრეზენტაციის განმავლობაში, მონაწილეებმა მკაფიოდ გამოხატეს მზაობა პარტნიორობისათვის, რათა მაქსიმალურად ჩაერთონ პროექტით დაგეგმილ აქტივობებში თავიანთი მუნიციპალიტეტების მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანია იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ.
პროექტი დაფინანსებულია GIZ-ის მიერ, პროექტის - „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის პლატფორმა“, ფარგლებში.
კომენტარები