ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის “შეზღუდული შესაძლებლოის მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში, შეხვედრა გამართა შპს "აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" დირექტორთან და თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიმღების სტატუსის მქონე პირთა საარჩევნო და პოლიტიკური უფლებებით რეალიზაციის პროცესში არსებული შესაძლო რისკები დაგამოწვევები.
ადგილობრივი დემოკრატის სააგენტო საქართველო ახორციელებს პროექტს „შეზღუდული შესაძლებელობის მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება“, რომლის მიზანია შშმ პირთა პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, არჩევნების სამართლიანად/დემოკრატიულად ჩატარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების გაზრდა, საარჩევნო პროცესებისა და ამ პროცესებში არსებული კანონმდებლობის ანალიზის, საერთაშორისო სტანდარტებისა და კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის გზით. პროექტისფარგლებში მომზადდება კვლევა, რომელშიც აისახება კითხვარის შედეგად მიღებული ინფორმაციაც. პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერდაფინანსებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) პროექტის ფარგლებში - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის “.
კომენტარები