23 მარტს დავიწყეთ პროექტი „მომავალი მეწარმეების უნარების გაძლიერება“, რომელიც ხორციელდება მშვიდობის კორპუსის ფინანსური მხარდაჭერით.
შაბათ–კვირას ჩავატარეთ ინტენსიური ტრენინგები, რომლის განმავლობაშიც მონაწილეებმა გაიუმჯობესეს ინოვაციური ლიდერებისთვის საჭირო უნარები კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, აქტიური მოსმენის,პრობლემის გადაჭრის, იდეის ფორმირების, ბაზრის ანალიზისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევის კუთხით.
ტრენინგები ჩატარდა ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავდა როგორც თეორიული საკითხების მიმოხილვას, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, გუნდურ და როლურ თამაშებს.
მომავალო მეწარმეებო, თვალი ადევნეთ ჩვენს დაგეგმილ აქტივობებს ბიზნეს მოდელების, ციფრული ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ქუთაისელ მეწარმეებს კი შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ მეწარმეთა ახალ თაობას, გაუწიოთ მენტორობა, მისცეთ რჩევები და აგრეთვე, ცოტა ხნით დაგვითმოთ სივრცე ტრენინგებისთვის.
პირველი ტრენინგის მასპინძელი იყო SpaceZ, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კომფორტულ და მათზე მორგებულ გარემოში გაეტარებინათ ტრენინგებისთვის გამოყოფილი დრო.
კომენტარები